პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში, ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.
„ჩვენი პატივცემული პრემიერი, რამდენჯერ პირს დააღებს, იმდენ საოცრებას ამბობს. ახლა კიდევ თვითმკვლელობის უფლება ჰქონია თურმე სააკაშვილს.
ხშირად მესმის: რა მნიშვნელობა აქვს ღარიბაშვილი იქნება პრემიერი, ბელტიყლაპიაშვილი თუ ღობეგლეჯიაშვილი, მაინც ყველაფერს ბიძინა წყვეტსო.
კი, ასეა სტრატეგიულ ამბავში ნამდვილად, მაგრამ ყოველდღიურ ოპერატიულ მართვაში ღობეგლეჯიაშვილი მაინც ბევრად ნაკლები უბედურება იქნებოდა, ჩემი მოკრძალებული აზრით,“- წერს ანალიტიკოსი.
ცნობისათვის, განცხადებას, რომელიც პრემიერმა გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა.
“ჩვენ ამ კაცის ჭკუაზე, რა თქმა უნდა, არ ვივლით და არასოდეს გაივლის ქვეყანა. ის ალბათ გვისმენს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის იქნება დიდხანს ციხეში… ფინალი არ ვიცი რა შეიძლება იყოს, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს, უფრო მეტი, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.