“გურიის მოამბესთვის” არაოფიციალურად ცნობილი გახდა ნარუჯის მე-13-ე უბნის გადასატანი ყუთის შედეგები.
აღნიშნული შედეგების მიხედვით, გადასტან სიაში მყოფი 25 ამომრჩევლიდან 25-ვე ხმა მიიღო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა რაინდი დუმბაძემ, მისმა მოწინააღმდეგემ “ქართული ოცნებიდან” გია ჩაგანავამ მიიღო 0 ხმა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, 22 ხმა მიიღო მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე შარაშენიძემ, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ მიიღო 3 ხმა.