“დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს…ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს!”-პატრიარქი

დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

პატრიარქმა გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქო რეზიდენციაში მისცა.

 ,,დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს. იმედით ვართ.
ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა!”, – აღნიშნა ილია მეორე.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

mix.metronome.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share