კონსტანტინე გამსახურდია ედუარდ შევარდნაძეზე კურიოზს იხსენებს:
„მეტად თავისებური კაცი იყო ეს.
ერთხელ, 2000-იანების დასაწყისში გიგა ლორთქიფანიძის იუბილე ჩატარდა. მოიწვიეს ედუარდიც. რაღაც მომენტში ცხადია, სიტყვაც გადასცეს პარტერში მჯდომს, რომ მიელოცა.
ამანაც ასეთი ამბავი გაიხსენა: მე, ცხონებული ნოდარ დუმბაძე და ბატონი გიგა, ჩვენი იუბილარი განუყრელი მეგობრები ვართ დიდი ხანიაო.
ჰოდა ეს ამბავი, ახლა რომ გავიხსენებ, მჟავანაძის დროიდანაა. მაშინ სხვა წესები იყოო, სხვა რააღაცეებს ექცეოდა ყურადღებაო. მიყვება ნოდარი, რომ ზის დარბაზში და ვასილ პავლოვიჩი სიტყვას ამბობს.
გონებაში დავითვალე, ყველაზე მოკლე გზა რომელია ტრიბუნამდე და რამდენი წამი დაგჭირდება, რომ მოხვიდე მასთან სიტყვის დასრულებისას და პალტო ჩააცვაო. ამ დროს გიმახსოვრებს კაცი და ეს კარგიაო…
ჰოდა, აი მორჩა სიტყვას, გავვარდი და რას ვხედავ – გიგას, ამ ცალფეხა კაცს ჩემთვის დაუსწრია და აგერ უკვე აცმევს პალტოსო.
წავხდი კაციო.
– გაიცინა ყველამ დარბაზში, მაგრამ მაინც თავშეკავებულად და დაგუდულად. აბა საკუთარ იუბილეზე კაცს ასეთ რამეს რომ გაახსენებ….“