გომის საუბნო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარემ, ხატია ყაზაიშვილმა გაუგებარი მიზეზების გამო კომისია დატოვა.ამ დროისთვის დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” გომიდან მიაწოდეს. ჩვენ ვცდილობთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებას,თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ჩვენ გვინდოდა გადაგვემოწმებინა ინფორმცია, რომლის თანახმადაც, ხატია ყაზაიშვილმა კომისია მას შემდგე დატოვა,რაც საოლქო კომისიის ორი წარმომადგენელი სპეციალურად ოზურგეთიდან გომში ავიდა და თავმჯდომარეს რაღაც მითითებები მისცა. ადგილზე ვარაუდობენ , რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა საოლქოდან რაღაც უცნაური მითითება მიიღეს, რომლის შესრულებაზეც ბევრი უარს ამბობს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა, თავმჯდომარის მოადგილემ ლიხაურის სკოლის დირექტორმა ირმა მენაბდემ გადაიბარა.