გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს იყო ჩანიშნული, რის შესახებაც მხარეს დღეს, 11 მაისს აცნობეს.

პროცესი პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. როგორც ცნობილია, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ბრალი გიგი უგულავას წარუდგინეს და ერთ-ერთი თავდამსხმელის, ძუდოსიტი ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share