მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში მისი მშობლიური, წალენჯიხის მხარეში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას ეხმაურება:
“წალენჯიხა ყოველთვის არის, იყო და იქნება ჩემი ბიოგრაფიის გამორჩეული ნაწილი… ყველაზე ნამდვილი, ღირსეული, შინაგანად თავისუფალი და მტკიცე ქართველობა სწორედ საქართველოს ამ თვალწარმტაც კუთხეში სახლობს. შეუპოვარი, უდრეკი და უშიშარი ძველი კოლხები…
არავისი აზრი მაინტერესებს… ჩემი წალენჯიხელები არასდროს იდრეკენ ქედს არავის წინაშე და არასდროს თავსდებიან ხელწმიფის ნავში…
შემთხვევითი არ იყო, რომ ზვიადს და მერაბს გამორჩეულად უყვარდა ჩემი ოდაბადე…
იქ არის ნამდვილი პროტესტი… იქაურ მთის კალმახს საოცარი თვისება აქვს, სულ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს…
სულ არ მაინტერესებს ვის მხარეს იყვნენ და ვის წინააღმდეგ, მათ საკუთარი თვითმყოფადობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს…
ჰოდა, ჩემო წალენჯიხელებო, მე თქვენს გვერდით ვარ… ჩვენი დაუმორჩილებელი ხასიათი სხვა დროს აუცილებლად გამოგვადგება… ეს დრო კი, როგორც ჩანს, კარს არის მომდგარი!..”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: