კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა. დღეიდან, იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული “ასტრაზენეკას” დოზები.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება “ასტრაზენეკას” რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ იყო ალბათობა, აუთვისებელი “ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩენილიყო.
„ინტერპრესნიუსი“