რუსთავის ციხეში მყოფ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უმცროსი ძმა მიმართავს.
გიორგი სააკაშვილი მსჯავრდებულ ძმას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.
“ჩემო მიშა, შენი ჩამოსვლით ყველას დაანახე, თუ როგორ გიყვარს შენი სამშობლო, როგორ მზად ხარ, გვერდზე ედგე მუდამ შენს ქვეყანას. გადადე ყველაფერი და ჩამოხვედი შენს მონატრებულ სამშობლოში, რომლის განვითარებაში დიდი წვლილი მიგიძღვის.
ჩემთვის ძალიან რთულია იმის ყურება, რომ შიმშილობ 32 დღეა. დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდები ჯანმრთელი და ენერგიული. დარწმუნებული ვარ, ყველა ხერხს მიმართავ სამშობლოს გადასარჩენად. გთხოვ, შეწყვიტო შიმშილობა. ეს მარტო მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. შენი ვენახიდან დავწურე სხვადასხვა სახეობის ღვინო და აუცილებლად დავლევთ გამარჯვების სადღეგრძელოს, ძალიან მალე”, – წერს გიორგი სააკაშვილი.