,,მაქსიმალურად უნდა მიაქციოს საქართველოს დასავლეთმა ყურადღებაა და უნდა გააცნობიეროს რა დრამის წინაშე ვიმყოფებით აქ, მე ვფიქრობ, რომ ეს გაცნობიერება აკლიათ” – ეს განცხადება პოლიტოლოგმა დავით დარჩიაშვილმა, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და მასში დასავლეთის ჩართულობასთან დაკავშირებით ,,ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
დარჩიაშვილის თმით, დასავლეთ, სიღრმისეულად იყო ჩართული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში, თუმცა ეს არ იგრძნობა ახლა, როდესაც ქვეყანაში ბევრად უფრო რთული პოლიტიკური ვითარებაა.
,,თუ კი 2020-ის არჩევნებში ჩაერია დასავლეთი, ახლა უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, არჩევნების მოპარვა და მესამე პრეზიდენტის შესაძლო სიკვდილი საკითხი, ამ საკითხების მიმართ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტი ჩართულობა”- განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასაც შეეხო, რაც ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას და ბრძოლის ქუჩიდან გაგრძელებას შეეხებოდა და განაცხადა, რომ ლიდერებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რა ტიპის საპროტესტო ტალღა უნდა იყოს ქვეყანაში.
,,ჩემი აზრით კომბინაცია უნდა ხდებოდეს, გარკვეული მეთოდების, დიდი ამოცანის გადასაჭრელად ეს არის სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ხალხის არჩევანის დაბრუნება, თუ ამისთვის მათ სჭირდებათ მანდატები უნდა გამოიყენონ. მიტაცებული სახელისუფლებო სტრუქტურებისთვისაც არის მისახედი, მაგრამ ლიდერებმა თავად უკეთესად იციან და გრძნობენ მოქალაქეების პულსაციას”, – განაცხადა დარჩიაშვიილმა.