“ხელისუფლების მიზანი არის ძალიან მარტივი და ცუდი – შენარჩუნდეს რუსული ხელისუფლება საქართველოში და ის ამისთვის ყველაფერზე მიდის “, – ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა ირინა სარიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.
ამასთან, სარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება და მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი რუსთავი ციხეში 34-ე დღეა შიმშილობს.