კორონავირუსი მძიმე შედეგით დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მცხოვრები კვარაცხელიების ოჯახში. ბოლო ერთ თვეში, დაავადებამ ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა.
46 წლის თეა ჯიშკარიანი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი თვე მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, ორი დღის წინ კი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
სამი დღით ადრე კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს ემსხვერპლა თეა ჯიშკარიანის დედამთილიც. ახლობლების გადმოცემით, ამ წუთებში სახლში ორი მიცვალებული ასვენია.
რამდენიმე კვირის წინ, დაავადებამ იმსხვერპლა თეა ჯიშკარიანის მამამთილიც.