თავისუფლება მიშას – ბანერი აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა გამოფინეს. აქცია- პერფორმანსით ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქტივისტების თქმით, მოსვენებას არ მისცემენ ხელისუფლებას, გააპროტესტებენ ყველგან და ყველა ფორმით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.
დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 35-ე დღეა.
წყარო მთავარი