Pfizer-მა პანდემიის დასრულების საკითხში მორიგი წარმატებული ნაბიჯი გადადგა – კომპანიამ შექმნა წამალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია და ის ჰოსპიტალიზაციისა თუ გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.
წამალი 1219 მოხალისეზე გამოიცადა, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებოდნენ, არც ერთი ადამიანი, რომელმაც მედიკამენტი მიიღო არ გარდაცვლილა და მათგან მხოლოდ 0.8%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით, მათი მდგომარეობა არ დამძიმებულა.
კომპანიის განცხადებით ახალი წამალი უფრო ეფექტურია ვიდრე Merck-ი, რომელმაც ავტორიზაცია გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე კვირის სამშაბათს მიიღო.
სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია წამლის ავტორიზაციის დამტკიცებისთანავე შეისწყიდიან რამდენიმე ასეულ დოზას. კომპანიის წარმომადგენლის თმით, ღარიბი ქვეყნებისთვის წამლის ღირებულება გაცილებით დაბალი ფასი იქნება.
ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.