ჟურნალისტი, “ფორმულას” ტელეწამყვანი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
ვფიქრობ, იმდენად რუტინა გახდა სიკვდილი, უკვე ვეღარც ვაცნობიერებთ. სიბნელით, ფანატიზმით, ზედ დაფუძნებული ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით, კორუფციით და ათასი უბედურებით ქვეყანა უფსკრულშია.
კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 11 ათასს უახლოვდება. 11 ათასს ! გავიაზროთ მსხვერპლის მასშტაბი. 11 ათასი!
კორონავირუსის საწინააღმდეგო პოლიტიკა ერთი დიდი ჩავარდნაა – შეცდომებით, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებითა და კორუფციით.
11 ათასს უახლოვდება გარდაცვლილთა რაოდენობა – არც ერთი პასუხისმგებელი პირი.
ჩამოქცეული ეკონომიკა – პასუხისმგებელი არავინაა.
ჩავარდნილი ვაქციანაცია – პასუხისმგებელი არავინაა.
გაიხსენეთ, როდის იყო ამხელა მსხვერპლი ქვეყანაში ?
აფხაზეთში ომის დროს:
● ქართულ მხარეს დაიღუპა
დაახლოებით 9 000-მდე ადამიანი – ჯარისკაცები
და მშვიდობიანი მოსახლეობა ერთად აღებული.
● 1500-ზე მეტი დაკარგული.
მეორე მხარეს ჯამში დაახლოებით 4 000 ადამიანია დაღუპული.
რა ხდება ამ დროს:
ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს;
ძალაუფლება უზურპირებულია;
სახელმწიფო მიტაცებულია ;
სისხლის სამართლის დამნაშავეები ქუჩებში დასეირნობენ, რადგან ოცნებისთვის ხმებს აგროვებენ;
მასწავლებლებსა და სხვა საჯარო მოხელეებს ხან აქციებზე მიერეკებიან, ხან საარჩევნო ურნებთან;
საერთოდ ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ;
მორგოშიებსა და ათასი ჯურის რუს ნაბიჭვრებს აიარაღებს;
გრეჩიხებს აქციებს ატარებინებს, ტენდერებს ჩუქნის და ქუჩაში აბოგინებს;
კორუფციას მიაქვს ქვეყანა.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
● 11 ათასი!,” – წერს სანაია სოციალურ ქსელში.