ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველამ ვიცით, რომ არის კონფიდენციალური ინფორმაცია და თანხმობის გარეშე გასაჯაროებას არ ექვემდებარება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
მას მედიამ პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაზე დაუსვა კითხვა.
“ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს რესურსის მობილიზებას, ვგულისხმობ, ექსპერტულ რესურსს, ასევე თუ რამე გამოკვლევაა საჭირო და სამოქალაქო სექტორში ამის შესაძლებლობა, მობილიზდება იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა ასევე შედგება ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან და ისინი იკრიბებიან მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობას აყენებს პენიტენციური სამსახური.
ამ შემთხვევაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველამ ვიცით, რომ არის კონფიდენციალური ინფორმაცია და თანხმობის გარეშე გასაჯაროებას არ ექვემდებარება. პენიტენციურ სამსახურს, ალბათ, აქვს განმარტება”,- ამბობს თამარ გაბუნია.