”კობახიძის ანტისახელმწიფოებრივი ეპისტოლედან 90-ანების ზიზღნარევ ქაოსამდე ერთი ნაბიჯია”

”ვინც თავს იმშვიდებს – ქოც-ნაცური იწილო-ბიწილოა, ჩვენ არ გვეხებაო, ალბათ დაავიწყდა, რომ თბილისის ომიც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაიწყო. დანარჩენ საქართველოში კი არა, მომიჯნავე უბნებშიც, პარალელურად, ახალ წელს ზეიმობდა ქალაქი.
აფხაზეთის ომის დროს რომ ტელევიზორში დუბაიდან ჩამოტანილი ავეჯის რეკლამა ტრიალებდა გაუთავებლად, ეგ მაინც გემახსოვრებათ. ან, ნახევარი ქვეყანა სოკოებივით მომრავლებული აფერისტი კანტორების რიგში რომ იდგა, გროშებს დავაბანდებთ და ოქროს ზოდებს დაგვირიგებენო.
მერე კი მწარედ მოგვხვდა ცხვირში. ბევრი წელი ვიზილებოდით პოსტ-ტრავმულ ნაგავში. თაობები დასახიჩრდა.
კობახიძის ანტისახელმწიფოებრივი ეპისტოლედან 90-ანების ზიზღნარევ ქაოსამდე ერთი ნაბიჯია სულ, ასე მგონია.” – წერს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობაზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share