ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.
2012 წელთან შედარებით 2020 წელს ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მართლაც შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი იყო 30%, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 21.3%-მდე შემცირდა. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 22.4%-დან 19.7%-მდე შემცირდა.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლების სახელმწიფოს ფინანსური დახმარების იმედად არიან. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბერში საარსებო შემწეობას 472 093 ადამიანი იღებდა, 2021 წლის ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 34.2%-ით გაიზარდა. დღეს ქვეყანაში საარსებო შემწეობას 633 586 ადამიანი იღებს.
bpn.ge