”ბატონო ლიდერებო!!!
დიახ, კარგია ადმინისტრაციული შენობების პიკეტირება, მაგრამ მაშინ, როდესაც ტერორისტები ამ შენობაში შედიან ან გამოდიან და არა მაშინ როცა მათ სახლებში ტკბილად სძინავთ…” – ასე მიმართავს მწერალი ნუგზარ სულაშვილი ქართულ ოპოზიციას და მეტის ბრძოლისკენ და უკანდაუხევლობისკენ მოუწოდებს :
”ცდებით, ვინც ფიქრობთ რომ ებრძვით საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ეს, ხელისუფლება კი არა, ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ხელში ჩაიგდო საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ექცევა ისე, როგორც მძევალს.
ამ შემთხვევაში შეუძლებელია, ოპოზიციამ დახვეწილი და დავარცხნილი პოლიტიკური სიკეკლუცით იმოქმედოს, რადგან თავადაც რეტროგრადი ხდება და ხელს უშლის მოვლენების პროგრესს.
ნუ ელოდებით დემოკრატიული მოკავშირეებისგან იმაზე მეტ მხარდაჭერას რაც უკვე მიიღეთ. თქვენ დასავლეთი “ვერ” და “არ” მოგიწოდებთ მშვიდობიანი რევოლუციისკენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ერთადერთ გამოსვალ ნაბიჯად მიაჩნიათ.
თქვენ არ ებრძვით სახელმწიფო მმართველობას, რადგან ის ფიზიკურად აღარ არსებობს. თქვენ ებრძვით ტერორისტებს, ვისი მძევალიც დემოკრატიაა და თუ მას ვერ გამოვიხსნით, თითოეული თქვენგანი მათი მძევალი გახდება.
დიახ კარგია ქუჩების გადაკეტვა, მაგრამ კარგია იმ შემთხვევაში თუ ტერორისტები ამ ქუჩებში დადიან! (სანაპიროს გადაკეტვით ვის უქმნით დისკომფორტს, ღარიბაშვილს, თუ საკუთარ თანამოქალაქეებს ვისაც შიეძლება იმ მომენტში გადაადგილება საციცოცხლოდ სჭირდება?)
ბატონო ლიდერებო!!!
დიახ, კარგია ადმინისტრაციული შენობების პიკეტირება, მაგრამ მაშინ, როდესაც ტერორისტები ამ შენობაში შედიან ან გამოდიან და არა მაშინ როცა მათ სახლებში ტკბილად სძინავთ…
თუ არ არსებობს არანაირი რესურსი, თავად ტერორისტები ვაქციოთ მძევლებად, მაშინ უაზრობაა ბრძოლა.
არადა ეს შეგვიძლია. შეგვიძლია, მაგრამ არა კეკლუცი მანერებით და ტრიბუნებთან პოზირებით.
დაივიწყეთ “დაშლა არ მოშლის” სადღეგრძელო და მათ არსებობის დღეები შეუმცირდებათ!
რეალურად შეხედეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა;
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე, საომარი მდგომარეობაა;
ბელორუსიამ პოლონეთის საზღვრებზე ემიგრანტების ხელით ბრძოლა დაიწყო;
და ახლა სპეკულირება “რუსული ტანკების” საქართველოში შემოგრიხინების, უსუსური არგუმენტია! ეს ტანკები ხრიგინებენ 2012 წლიდან.
ნუ იმეორებთ ტერორისტი ხელისუფლების ნარატივს და დაიჯერეთ რომ თითოეული მათგანი სწორედაც რომ რუსული ტანკია” – წერს ნუგზარ სულაშვილი.