საქართველო არ არის არც ბელარუსი და არც პუტინის რუსეთი – აცხადებენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ისინი რამდენიმე წუთის წინ შეიკრიბნენ და პეტიცია გაავრცელეს.
პროფესორების საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვენ.
“მიგვაჩნია, რომ ეს არის არა მარტო მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის, არამედ სამოქალაქო შუღლის თავიდან აცილების და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ცივილიზებულ საზოგადოებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი”, – წერია პეტიციაში.
პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.