ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის მიზეზად დეპუტატების შიმშილობას ასახელებს.
კითხვაზე, რატომ დასჭირდა ამდენი ხანი ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად, ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში “შიმშილობის ეპიდემია” დაიწყო და მოშიმშილეების მდგომარეობა დამძიმდა:
“ბოლო პერიოდში სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდით ყველასთვის მიგვექცია ყურადღება, ბევრი დეპუტატის მდგომარეობა გაუარესდა” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.