ციციშვილის კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. მათგან რამდენიმე რეანიმაციაში წევს. მძიმეა რამდენიმე თვის ბავშვის მდგომარეობა.
ექიმები ამბობენ, რომ 122-დან მხოლოდ რამდენიმე პაციენტის მშობელია აცრილი.
დღევანდელი კოვიდსტატისტიკის მიხედვით კი ბოლო 24 საათში დადასტურდა 3 357 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 76 ადამიანი.