არჩევნების გაყალბების მტკიცებულება – ივანიშვილის სასტუმროს მძღოლმა ხმა 3-ჯერ მისცა

“ტვ პირველმა” არჩევნების გაყალბების ამსახველი ვიდეომტკიცებულება მოიპოვა.  პირი, რომელმაც არჩევნებზე 3-ჯერ მისცა ხმა, ხვიჩა ლომაძეა. ლომაძე ოზურგეთის სოფელ სილაურის მკვიდრია. მან ხმა ჯერ სილაურში მისცა, შემდეგ კი მელექედურის 2 უბანზე მივიდა და იქაც უპრობლემოდ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ხვიჩა ლომაძე ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფის” მძღოლია. ლომაძეს  მართვის მოწმობა არ  აქვს. “ტვ პირველის” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციას დირექტივა აქვს მიცემული, რომ ის არ დააჯარიმონ.

tv pirveli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share