ტ. მამალაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერების (გამოქვეყნებულია 1893 წელს) მიხედვით, გურულების რწმენით ქაჯი გახლდათ ძალიან ლამაზი მდედრობითი სქესის და დაახლოებით ქალის მსაგავსი არსება – „ავი სული“, რომლის ავსულობა ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველანაირად ცდილობდა გურული კაცების შეცდენას და მათი ოჯახების დანგრევას.
ქაჯები ძალიან ლამაზები, მოქნილები და სხარტები ყოფილან, ჰქონდათ მკვეთრი და შესანიშნავი მიხვრა-მოხვრა, რაც მთავარია ძალიან ხმამაღლა შეეძლოთ კივილი ისე, რომ შეეძლო კივილით კაცი საერთოდ დაეყრუვებინა ან მისთვის თავიც კი გაეხეთქა.
მამალაძის ჩანაწერების მიხედვით ასეთი მონაცმებისა და შესაძლებლობების ქალებს გურიაში ხშირად ქაჯებსაც ეძახოდნენ. ამავე ჩანაწერების მიხედვით გურულები თვლიდნენ, რომ ქაჯებთან ბრძოლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ხანჯლით, რადგანაც ხანჯალს ორლესული პირი ჰქონდა, ხოლო ისეთი ცივი იარაღით რომელსაც ორლესული პირი არ ქონდა ქაჯებთან ბრძოლა არ იყო მთლად მიზანშეწონილი. მაგალითად ხმალი ქაჯებთან ბრძოლისას არ გამოდგებოდა, რადგანაც როგორც კი გურული ქაჯს მოუქნევდა იგი სხრატად მოქნეულ ხმალს ყუის (აულესავი) მხარიდან შემოახტებოდა და ქაჯთან მეომარ გურულს თავს წააცლიდა. ასე, რომ თუ კი იმ გურულებს დავუჯერებთ, რომელმაც მამალაძეს ეს ამბავი მე-19 საუკუნის ბოლოს მოუყვა ხანჯალი თურმე საკრალური იარაღი იყო და მას გურულები ძირითადად ცოლის ინტერესების დასაცავად ატარებდნენ.
ზემოხსენებულთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ გურიაში მართლაც ამზადებდნენ ძალიან გრძელი პირის ხანჯლებს (ხმალ-ხანჯალი) და ზოგადად გურული ხანჯალი თავისი ორლესულის სიფართით და სიგრძით გამორჩეული გახლდათ.
ამ ამბავს თუ კი იმასაც დავუმატებთ, რომ იმ დროში ყველა გურული ხანჯლს ატარებდა, შესაძლებელია მამალაძის ინფორმატორებს მართლაც სჯეროდათ ქაჯებთან ბრძოლისას ხანჯლის უპირატესობისა.
ფოტოზე – ქალაქ ოზურგეთის თავი ნიკო თავდგირიძე.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.