შიში მაჩვენე და ციხეში რეანიმაციის მოწყობას გაჩვენებო” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ანდრეა ელია-ვაშაკი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში ყოფნას.
მისი თქით, ცარიელი ოთახი სააკაშვილმა რეანიმაციად აქცია.
“50 დღე იშიმშილა კაცმა, 9 მთის, 9 ზღვის, 9 ტრაილერისა და 9 კონტეინერის გავლით.. არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ, გარდა იმისა, რომ შემოიარა მთელი საქართველო, ეწვია სანზონას, ერთი ცალი გლოვოს ხინკალი შეჭამა, გამოვიდა პირდაპირ ეთერში, დააჭერინა თავი.. 50 დღე თითი თითზე არ დაუდია და რა?? პენიტენციალურ სისტემას პატიმრებისთვის გამართული რეანიმაცია აჩუქა, ანუ ცარიელი ოთახი აქცია რეანიმაციად.. ამას 100 დღე რომ ეშიმშილა, მგონი ანაკლიის პორტის მშენებლობასაც დაამთავრებდა მთავრობა.. მიშა შიმშილობდა და კობახიძემ დაიკლო წონაში, გაჭაღარავდა და თმების ცვენა დაეწყო.. მორალი: შიში მაჩვენე და ციხეში რეანიმაციის მოწყობას გაჩვენებო. ახლა არ დამიკომენტაროთ ნაცი ხარო” – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ანდრეა ელია-ვაშაკი.