ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ქართული ქალთა გუნდი „ლანჩხუთი“ შვედურ „როზენგარდს“ დაუპირისპირდება.
ეს გუნდი 1970 წლის 7 სექტემბერს დაარსდა და ამ პერიოდში სახელწოდება არაერთხელ შეიცვალა. საშინაო მატჩებს სტადიონ „მალმე ინდორსპლატსზე“ ატარებს, რომელიც 7600 ადამიანს იტევს.
აღსანიშნავია, რომ „როზენგარდი“ შვედეთის 10-გზის ჩემპიონია, მათ შორის – მოქმედიც. გარდა ამისა, მოგებული აქვს შვედეთის თასი (2) და სუპერთასიც (2).
უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს – კერძოდ, ამ ტურნირზე „როზენგარდს“ 9-ჯერ აქვს ნათამაშები, საუკეთესო შედეგი კი ნახევარფინალია, რომელშიც გუნდმა თავისთვის სადებიუტო 2003/04-სეზონში ითამაშა და „ფრანკფურტთან“ დამარცხდა.
მას შემდეგ, გუნდი კიდევ ხუთჯერ გავიდა მეოთხედფინალში, თუმცა ამ ეტაპის დაძლევას ვერაფრით ახერხებდა. უკანასკნელად, „როზენგარდმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 2018/19-წლების სეზონში ითამაშა, სადაც 1/16-ფინალში „სლავია პრაღასთან“ 2-3 დამარცხდა.
რაც შეეხება „ლანჩხუთს” – გურული გუნდი გახდა პირველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოახერხა გასვლა.
1/16-ფინალური მატჩები 8-9 და 15-16 დეკემბერს გაიმართება.