20 – 21 მარტს ქ. თბილისში, იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში, თბილისის ზამთრის ღია ჩემპიონატი, დიდებს შორის, მძლეოსნობაში გაიმართა.
ღია ჩემპიონატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთისნების, მძლეოსნობის სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს :
გოგა ჭიხვარია – უროს ტყორცნა ( 7კგ) – II ადგილი
მიშიკო მახარაძე – სამხტომი – II ადგილი
ქეთი მამალაძე – ბადროს ტყორცნა ( 1კგ) – III ადგილი
ქეთევან თევზაძე – ბირთვის კვრა ( 4კგ) – III ადგილი
სპორტსმენები ასპარეზობისათვის მწვრთნელმა, მარინა კოტრიკაძემ მოამზადა.