მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის ახალარჩეული მერი, ავთანდილ თალკაკვაძე მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა, ჯერაც უცნობია ის ადამიანები, ვინც მის მოადგილეობის კანდიდატები იქნებიან.
უცნობია როგორც ვიცე მერის, ასევე მოადგილეების ვინაობები.
თავისთავად ასეცე უცნობია ვინ გახდება ამა თუ იმ ა(ა)იპის ხელმძღვანელი.
გავრცელებული ინფორმაციით ამ თანამდებობებზე აბსოლიტური უმრავლესობა გამოიცვლება.
როგორც “გურიის მოამბეს”სათვის ხდება ცნობილი, თალაკვაძე, რომელიც მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა, თანამშრომლებს ამ დრომდე არ შეხვედრია, გუშინ მან მთელი დღე მერის კაბინეტში, არჩილ ყაზაიშვილთან ერთად გაატარა და რამდენიმე მის მომხრეს შეხვდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მერის ერთ ერთ მოადგილედ შესაძლოა, სწორედ არჩილ ყაზაიშვილი დაინიშნოს.
ყაზაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის მოადგილე მუშაობდა, ბოლო სამი წელი კი უმუშევარი იყო.
მასთან კითხვები სხვადასხვა პერიოდში გამოძიებასაც ჰქონდა, თუმცა ამის იქეთ საქმე არ წასულა.
ყაზაიშვილთან ერთად საუბარია გიორგი ღურჯუმელიძეზეც, თუმცა ეს უკანასკნელი ახალი ფორმაციის საკრებულოს ერთერთ ლიდერად განიხილება და მისი მერიაში გადასვლა გარკვეულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.