”მაინტერესებს, უნახავს ამ „ბრძენს“ ვარდების რევოლუციის შემდეგ ამდენი ხალხი გამოსულიყო ქუჩაში? უნახავს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად გამართულიყო აქციები სხვადასხვა ქალაქში? ამ ყველაფერს სწორედ იმ „ერთი კაცის“ ჩამოსვლამ და მისმა შიმშლობამ ჩაუდგა სული.” ასე აფასებს პროფესორი დოდონა კიზირია მიხეილ სააკაშვილის როლს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და წერს:
”ამ ბოლო ხანებში ძალიან ცუდად ვიყავი და წერის თავი არ მქონდა. მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მთავარი არხის ყველა გადაცემა მაინც მომესმინა. მიჭირს მოვძებნო სათანადო სიტყვა იმისათვის რომ გამოვხატო ჩემი რეაქცია ეკა კვესიტაძის გადაცემაში ერთერთი მონაწილის (სახელად ზვიადი, გვარი არ მახსოვს) განცხადებამ – ამ ორმოცდაათმა დღემ დიდი ზიანი მიაყენა ოპოზიის საქმიანობას, რადგან ამდენი დრო და ენერგია დაიხარჯა ერთი კაცის გულისთვისო.
კიდევ უარესი ის იყო, რომ მის პირდაპირ მჯდარმა მეორე მონაწილემ კვერი დაუკრა, გეთანხმებიო. თვითონ კვესიტაძე, არ ვიცი დაიბნა, არ ვიცი ზრდილობის გულისთვის არ უნდოდა შეკამათება, მაგრამ თითქმის დაეთანხმა ამ წარმოუდგენელ უვიცობას, ჰო, ძალიან დავიწრიტეთ ემოციებისგან ამ საშინელ დღეებშიო.
მაინტერესებს, უნახავს ამ „ბრძენს“ ვარდების რევოლუციის შემდეგ ამდენი ხალხი გამოსულიყო ქუჩაში? უნახავს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად გამართულიყო აქციები სხვადასხვა ქალაქში? ამ ყველაფერს სწორედ იმ „ერთი კაცის“ ჩამოსვლამ და მისმა შიმშლობამ ჩაუდგა სული. სწორედ ამიტომ თუ ოპოზიციის ლიდერები შესძლებენ საკუთარი ამბიციების, შურის და ბოღმის მოთოკვას და არ დაიშლებიან, ეგებ მიაღწიონ იმას, რომ ამ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული გარეწრების ბანდა იძულებული გახდეს ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები.
ადრეც ხშირად მიფიქრია ამაზე და ეხლაც ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი 100 წლით ადრე დაიბადა საქართველოში. მოსახლეობის უმრავლესობამ ვერ გაიაზრა და მინდა მჯეროდეს, მათ რაღაც ნაწილს ეხლა მაინც ესმის, რას ნიშნავდა, რას მოუტანდა მათ ის ცვლილებები, რომელთა გატარებას ის ასეთი ენერგიით, ასეთი გატაცებით და, ვიტყოდი, ასეთი აღტაცებით ცდილობდა.” – წერს დოდონა კიზირია.