მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ადვოკატების თხოვნას, რომ ორშაბათამდე მკურნალობის კურსი და მედიკამენტების მიღება არ შეწყვიტოს. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ, გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ დღეს მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ორშაბათს არის პროცესი, სადაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ, მიხეილ სააკაშვილს დაუმალონ საქართველოს სასამართლო.
ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენ თხოვნას, შესაბამისად ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, როგორც მინიმუმ, ორშაბათს უკვე ვნახვთ რა მოხდება”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.