მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე მმართველი გუნდის დეპუტატმა “მედია ჩეკერთან” ისაუბრა :
“სანამ მაგას ვიტყვით, უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები”, – თქვა პაპუაშვილმა.