“მადლობა ყველას, ვინც
● უარი მითხრა
● მიღალატა
● ცილი დამწამა
● გადამაგდო
● მომატყუა
● გამაცურა
● გამომიყენა
● არ მიმიღო
● არ დამინდო
● არ დამაფასა
● არ დამიფასა
● გამჭორა
● ფეხი დამიდო
● გული მატკინა
● უსამართლოდ მომექცა
● ალმაცერად შემომხედა
● შეურაცხყოფა მომაყენა
● იმედი გამიცრუა
მადლობა ყველას, ვინც
● ჩემს შეთავაზებულ ოქროს სხვისი ბიჟუტერია არჩია
● ჩემს საქმეს არ ენდო და სხვისი სიტყვისა დაიჯერა
● ჩემს კეთილმოსურნედ გამეცნო და ჩემი მტერი აღმოჩნდა
მადლობა ყველა
● უმადურს
● შურიანს
● ბოროტს
● პირფერს
● ორპირს
● მლიქვნელს
გამოდით, გიცანით, დღეს მადლიერების დღეა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ფასდაუდებელი სამსახური გამიწიეთ – მასწავლეთ ცუდისა და კარგის გარჩევა, მიბიძგეთ, მუდმივად მემუშავა საკუთარ თავზე, დამარწმუნეთ, რომ სხვას თქვენსავით არასოდეს უნდა მოვექცე და თქვენ არასოდეს უნდა დაგემსგავსოთ…”
კახა ბენდუქიძე