“ეს არის ჩემთვის ყველაზე სევდიანი ფოტო, რაც რომ მინახავს. ცხადია, დარდის სიდიდეს მხოლოდ მე განვიცდი – სხვისთვის კაცია დამშრალ ფანტანთან რაღაც ჟურნალით.
ჰოდა, ის დროა, რომ ,,გურული დღიურები” პოპულარული გახდა და ოზურგეთშიც მიმიწვიეს. იქაურ წარდგენაზე მამაჩემიც მოვიდა. მოვიდა ჩვეული ღელვით და თვალზე ცრემლით, როგორც სჩვეოდა, თუ რამე ამბავი მე მეხებოდა. ამდენ ხალხში კი არა, სახლში იყო ხოლმე ასე. ჰოდა, მახსოვს, სამი წუთი იდგა სულ უკანა რიგში, ვერ გაძლო და გარეთ გავიდა. არ ვიცი ცრემლების მოერიდა თუ მოურჩენელმა სიმორცხვემ გადასძალა. ასე მელოდა. ფოტო მეგობარმა გადაუღო და წლების მერე გამომიგზავნა. მერე, როცა მამაჩემი ცოცხალი აღარ იყო. ამ სურათს რომ ვუყურებ, სხვა სურათები აღარც არსებობენ. ამ სურათს რომ ვუყურებ, მე, ცხოვრებისგან კანუხეში და ცრემლშემშრალი კაცი, მამაჩემის მაგივრად ვტირი.”
გიორგი კეკელიძე.