“დღეს გაიმართა ონლაინ სკოპინგი და “გამა კონსტალგიმ” წარმოადგინა შესაძლო ვარიანტები ბახმაროს ზონაში “ბახვი 1″ჰესის” პროექტისა. მინდა გითხრათ რომ იყო ბრძოლა ბახმაროს გადასარჩენად. რა თქმა უნდა დაისვა უამრავი კითხვა,რომლის ძირითადი არსი იყო-გვიღირს კი ერთ ჩოხატაურის ხელა დასახლებას რომ ელექტროენერგია ეყოფა იმის ფასად ბახმაროს ეკოსისტემაში ჩარევა? ვერც ჰესის მშენებლობის მსურველმა კომპანიიამ გაგვცა კითხვაზე პასუხი-რა ეღირება მათ მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიის 1 კვტ. აი ოთხი თვე ექპორტს გეგმავენ კი … ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი მდ.ბახვისწყალზე და მდ.ბაისურასწყალზე წყალშეგუბება და მერე 4 კლმ.მანძილზე მდინარის მილში გატარება რას მოუტანს ხეობას და ბახმაროს ტყეებს.მთელი წყლის მარაგს რომ ჰესი წაიღებს და არასაკმარისი წყალი არ ექნება ფერდობებს და ტყეს…წარმოიდგინეთ რაც მოხდება. მერე ამ ჰესს “ბახვი 2″ ჰესი უერთდება და 7 კლმ.კიდევ მილში გაივლის მდინარე. სამინისტროს წარმომადგენლებს კატეგორიულად მოვთხოვეთ ჩამოვიდნენ გურიაში და საზოგადოებას შეხვდნენ. ონლაინ ბახმაროს ბედი ვერ გადაწყდება. მოგვიწევს სამოქალაქო მოძრაობის დაწყება. ჩვენ შენიშვნებს ოფიციალურად გავაგზავით… 35 ადამიანი ესწრებოდა ონლაინ სკოპინგს.ეს არ არის საჯარო განხილვა. პანდემია მოიმიზეზეს…მაშინ გადადონ განხილვები…მოსწრებაზეა ეტყობა. მეგობრებო!აუცილებლად მოგაწვდით შენიშვნებს რომელსაც ექსპერტები ჩამოწერს. ერთი ვიცი მხოლოდ…დათვი დაუნახიათ ბახმაროში…ხოლო გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას ქსელში როგორ ჩართავენ ჯერ არ იციან. დრო არაა დასაკარგი. ბახმაროში არ შეიძლება ჰესი. ელექტროენერგიაც გვინდა, ეკონომიკის განვითარებაც…მაგრამ არა ბახმაროს უნიკალური კლიმატის ხარჯზე. მალე დავაანონსებთ ამ მიმართულებით გამიზნულ აქტივობებს”.
განცხადება “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.