ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. UFA-ს კენჭისყრის მიხედვით ის შვედურ გუნდს “როსენგრადს” 9 დეკემებრს შეხვდება.
მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება და ის 14:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირება ორმატჩიანი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ლანჩხუთის” საშინაო სტადიონი უეფა-ს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ კლუბი შეხვედრას თბილისში ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, ქალთა საფეხბურთო კლუბი “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.