საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პროცესის დაგვიანებით დაწყებაზე ისაუბრა.
მან ყველას მოუწოდა, შემდგომში სასამართლოში დათქმულ დროს გამოცხადდნენ, რომ პროცესი დროულად დაიწყოს.
“ამ სასამართლოს დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე. სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს. მე ვარ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის ერთ-ერთი პირი, საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, რეგიონული პოლიტიკური ლიდერი, მაქვს ჩემი საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოფიქრების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დროს და ყველა გამოცხადდეს დროზე. ეს არის პირველ რიგში საზოგადოების პატივისცემა. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავენ.