ქართველების მორიგი დეპორტაცია ევროპიდან. სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისის აეროპორტში გერმანიიდან სპეცრეისი დაეშვა – საქართველოს 50 მოქალაქე ევროკავშირიდან გამოძევებულია და იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს.
დღის მთავარ გამოშვებაში, ვინ არიან დეპორტირებულები, რა მიზეზით წავიდნენ ისინი სამშობლოდან და რა მიზეზით არ მიიღო ეს ადამიანები ევროპამ? რა მომავალი ელით სამშობლოში გამოძევებულებს და რა პასუხისმგებლობას კისრულობს ხელისუფლება საკუთარი თანამოქალაქეების ბედზე.