ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 25 წლის ორსული გარდაიცვალა.
„ქალს კოვიდი 20 ნოემბერს დაუდგინდა. ის თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა პაციენტი 24 ნოემბერს ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – ამბობს კლინიკის დირექტორი.
ნუგზარ პაპავას თქმით, კლინიკაში შესვლის დროს ორსულს სპაზმური ხველა, ტემპერატურა, თავის ტკივილი აღენიშნებოდა. ახალგაზრდა ქალი 32 კვირის ორსული იყო.