ბათუმში კორონავირუსით 25 წლის ორსული გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული  25 წლის ორსული გარდაიცვალა.

„ქალს კოვიდი 20 ნოემბერს დაუდგინდა. ის თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა  პაციენტი 24 ნოემბერს ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – ამბობს კლინიკის დირექტორი.

ნუგზარ პაპავას თქმით, კლინიკაში შესვლის დროს ორსულს  სპაზმური ხველა, ტემპერატურა, თავის ტკივილი აღენიშნებოდა. ახალგაზრდა ქალი 32 კვირის ორსული იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share