კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჩაშლილ ლიტერატურულ პრემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ლიტერა” კეზერაშვილის პრემიაა. ამ თემაზე წულუკიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატით მოსმენის დროს თქვა. წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ “ოცნება” ახალ ლიტერატურულ პრემიას დააფუძნებს.
ჩვენ გვაქვს, გვქონდა უფრო სწორად ლიტერატურული პრემია სახელად “ლიტერა” მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას, მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, “ლიტერა”, სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არცერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს”, – თქვა თეა წულუკიანმა.