პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს უსმენენ. პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან წულუკიანის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ “წულუკიანმა ყველაფერი წაახდინა და გააფუჭა ამ ზიზღით, ცინიზმით და სიძულვილის ენით, რომელიც მისთვის როგორც ჩანს, პრობლემას არ წამოადგენს”.
“კითხვების ნაწილზე პასუხი მივიღე, სხვათა შორის გელათთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი მივიღე, ნაწილ კითხვებზე ვერ მივიღე, ან იყო ბუნდოვანი, მაგალითად, გეოლოგიაზე. ობიექტურად თუ შევაფასებთ, ნახევარზე მეტს საქმიანად საუბრობს თეა წულუკიანი, 2/3 არის საქმიანი, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად გაერკვა საკითხებში, მაგრამ ეს ცინიზმი არის მიუღებელი და აღმაშფოთებელი, ეს ზიზღი, ცინიზმი, პოზაში ყოფნა და იქიდან დამრიგებლური და დამცინავი ლაპარაკი რომ მოგვეშორებინა, იქნებოდა საქმიანი საუბარი, ვერც კი შევადარებ განათლების მინისტრს, რომელიც სადღაც კოსმოსში დაფრინავს, ჰგონია, ყველაფერს კარგად აკეთებს და წარმოდგენა არ ჰქონდა სინამდვილეში რა პრობლემებია განათლების მიმართულებით. კულტურის დარგში რა პრობლემებია, როგორც ჩანს, ამაში ჩაიხედა წულუკიანმა, მაგრამ ყველაფერი წაახდინა და გააფუჭა ამ ზიზღით, ცინიზმით და სიძულვილის ენით, რომელიც მისთვის როგორც ჩანს, პრობლემას არ წამოადგენს. პრობლემა ის არის, რომ კულტურის მინისტრი ვერ ხვდება ასე უკულტუროდ, ზიზღით ლაპარაკი არ შეიძლება! ნუ გველაპარაკება როგორც მძვინვარე სამხედრო სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი არ უნდა ლაპარაკობდეს ასე და ოპონენტებთან საუბრის ეს მანერა აღმაშფოთებელია, მით უფრო, კულტურის მინისტრისგან,”- განაცხადა წულუკიანმა.