”იან კელის განცხადებები, რატომღაც ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას. არ მგონია, რომ ნაცმოძრაობის პოზიციის ასეთი აშკარა, უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ერთ, თუნდაც სიბიექტურად მოაზროვნე ადამიანს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას მაინც ობიექტურად აკეთებს.” – თქვა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩზე, იან კელიზე.