“რატომ გვიკვირს ეროვნული შერიგება ქვეყანაში, სადაც ზვიად გამსახურდიას შვილმა, ედუარდ შევარდნაძის პოლიციაში იმუშავა და მოგვიანებით, მხედრიონის წევრები და ზვიადის მხარდამჭერები ერთ მთავრობაში იყვნენ.
უფრო მეტიც, გიორგის ჩემს გადაცემაში აქვს მოყოლილი როგორ მეგობრობდა ჯაბა იოსელიანის შვილთან. იმ ჯაბასი, რომელმაც მამამისი ამ ქვეყნიდან იარაღით გააგდო და შემდეგ რაც უქნა მთელს სამეგრელოს ცნობილია.
ამიტომ დიახ, დიდი ეროვნული შერიგება უნდა დადგეს დღის წესრიგში ყოველთვის, როცა ეს ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას , შეარიგებს ორად გახლეჩილ საზოგადოებას და გააქრობს ზიზღის ენას”.
წერს “მთავარი არხის” ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი