”ცოტა რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა – დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს, როდესმე ინფლაციის დარეგულირების შემდეგ რომელიმე ქვეყანაში გაზრდილი ფასები თავის საწყისს დაბრუნებია თუ – არა? თუ არის ანალოგია რომელიმე ქვეყანაში, მაშინ ჩვენს ქვეყანაში რა უშლის ხელს ამ პროცესის სწორად წარმართვას?”
ამ კითხვით მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. კახაძის შეკითხვას bm.ge ავრცელებს.