ფსონი აპოკალიპსზე
2012 წლის 21 დეკემბერს, Peddy Power-მა მოთამაშეებს შესთავაზა პოზიცია “მოხდებოდა თუ არა აპოკალიფსი მაიას კალენდრის მიხედვით”. თუ ბილეთში დაწერდით რომ მოხდებოდა, 1 ფუნტში 51 ფუნტს მოიგებდით, ანუ 51 კოეფიციენტი ჰქონდა. მოგებულ თანხას როგორ გამოიტანდით, ვერ გეტყვით.
ფსონი ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე
უცხოეთში ტოტალიზატორების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ისინი მოთამაშეებს სთავაზობენ ისეთ პოზიციებს, მაგალითად, როგორიცაა: “რას ჩაიცმევს დედოფალი შემდეგ გამოსვლაზე”, “რომელ თვეში დააორსულებს პრინცი ჰარი კეიტ მიდლტონს”, “გახდება თუ არა ოდესმე ჩარლზი მეფე და გადადგება თუ არა დედოფალი” და ა.შ
ფსონები “Super Bowl”-ზე
Super Bowl-ზე საშუალოდ 4 მილიარდის ფსონი იდება. რა თქმა უნდა, პოპულარულია თუ ვინ გახდება ჩემპიონი, მაგრამ ხალხი ისეთ უცნაურ ფსონებსაც დებს, ვერც კი წარმოიდგენთ. მაგალითად: “რამდენი წუთი იმღერებს ლედი გაგა შესვენებაზე”, “რა ფერის Gatorade-ს გადაასხამენ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს”, “რა შანსია, რომ მიწისძვრამ დაარტყას სტადიონს”.