”მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად.
ამის გამო არც მადლობას იმსახურებს და არც შექებას. მაგრამ ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა – იმსახურებს.
ხოდა, ეგ რომ არ შეგვიძლია და ახლა დავღლიცინობთ უაზროდ, იმიტომაც არ არსებობს ამ ქვეყანაში გადადგომის ტრადიცია და იმიტომაც გონია ყველას მაღალი თანამდებობიდან წასვლა თუ გათავისუფლება, ქვეყნის დასასრული, სირცხვილი, სასჯელი, დაქცევა და უბედურება.
იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის – იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი.
где логика? где разум?
ps ოღონდ, ახალ წელს თუ ტიკარაძე იქნა ჯანდაცვის მინისტრი და ღარიბაშვილი რობოტი პეპერის გზას გაუყენა, არ გამიკვირდება. ” – წერს სოციალურ ქსელში მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.