სასტიკი მკვლელობა ნარინჯისფერი ჰუდის გამო – 15 წლის მოზარდს, დავით კრავეიშვილს, ე.წ. რაზბორკაზე ჩაცმულობის გამო გაუსწორდნენ და სიცოცხლეს გამოასალმეს.
ამ დრომდე მკვლელობის მიზეზის უამრავი ვერსია გაჟღერდა , თუმცა ტვ “პირველმა” მოიპოვა ბრალდებულებისა და თვითმხილეველების ჩვენებები, სადაც აღწერილია წამის სიზუსტით ყველაფერი.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 4 დეკემბერს გვიან ღამით სანზონაში მოხდა. მოზარდს ჭრილობები გულის არეში ჰქონდა მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.