ოქროს მედალი ჩვენია!
9 – 12 დეკემბერს ქ. თბილისში კიკბოქსინგში თასის ღია პირველობა გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს მასშტაბით ოცი გუნდი, ორასამდე სპორტსმენით ( სხვადასხვა წონითი კატეგორია და ასაკობრივი ჯგუფი) გამოვიდა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციის ოთხმა სპორტსმენმა მიიღო.
მათგან როლანდ ქარჩავამ უფროს ასაკობრივ კატეგორიაში ( 86 გკ) პირველი ადგილი დაიკავა და შინ , ოზურგეთში ოქროს მედალი წამოიღო.
ჩემპიონი ასპარეზობისთვის მწვრთნელმა და მოქმედმა სპორტსმენმა, ლაშა ჭეფხოძემ მოამზადა.