მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 271 მილიონს აჭარბებს.
შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირების შემთხვევები 50 მილიონიან ნიშნულს გასცდა. შიდა საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება კალიფორნიის შტატში.
შეზღუდვები მკაცრდება ნორვეგიაშიც, სადაც ბარებსა და რესტორნებში ალკოჰოლის მოხმარება აიკრძალება, დაიხურება სპორტ დარბაზები და საცურაო აუზები.
კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში. ინფიცრებულ პაციენტს ჰოსპიტალში მკურნალობენ.