თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ავარიის შედეგად გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 57 წლის ასაკში საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე გარდაიცვალა.

მიქაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლოს 2012 წელს ის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი გახლდათ. ის ასევე ფიგურირებდა ბუტა რობაქიძის გახმაურებულ საქმეში.

rustavi2.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share